რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რამაც ალბათ, გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს.
"რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რამაც ალბათ გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ათასობით მშვიდობიანი მოსახლე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის საშინელი ომის დანაშაული. რუსეთის, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზა არის მისი გაძევება უკრაინიდან", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.