საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქი თიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 32 კმ-ში სოფელი უკანაფშავი იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.