ბახმუტში იგზავნება საუკეთესო და უახლესი იარაღი, რომელსაც უკრაინა იღებს დასავლელი პარტნიორებისგან. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვას, შესაძლებელი იყო თუ არა ქალაქის წინასწარ გამაგრება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „ბახმუტი არ იყო მომზადებული ფართომასშტაბიანი ომისთვის, ეს პატარა ქალაქია, მაგრამ მოხდა ისე, რომ ამხელა ძალები შეიკრიბნენ.
„არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ ამ მიმართულებით ადამიანები იღებდნენ საუკეთესო და უახლეს იარაღს, საუკეთესო სისტემებს, საუკეთესო არტილერიას. ვფიქრობ, არის ყველაზე ძლიერი თავდაცვა, რაც შეიძლება დაიგეგმოს, ეს მიმართულება არის დიდი, დიდი რაოდენობით სამხედრო მოსამსახურე, ეს ყველაფერი რომ არ იყოს, თავდაცვა შეუძლებელი იქნებოდა“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დაღუპული დამპყრობლების რაოდენობა, ძირითადად „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულების, ყველაზე კარგად აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერია ბახმუტის დაცვა.