Reuters-ის ცნობით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უშიშროების საბჭოს დროებით წევრად ხუთი ქვეყანა აირჩიეს, ხოლო ბელორუსს უარი განუცხადეს.
გაეროს გენერალური ასამბლეის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან ორი წლის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოში იქნებიან ალჟირი, გვინეა, სიერა-ლეონე, სლოვენია და სამხრეთ კორეა.
კენჭისყრის დროს ალჟირის, გვინეას, სიერა-ლეონეს და სამხრეთ კორეას უშიშროების საბჭოს წევრობა არავის გაუპროტესტებია, სლოვენიამ კი, ბელორუსზე მეტი ხმა მიიღო.