გერმანია ინდოეთისთვის წყალქვეშა ნავების აშენების თაობაზე 5,2 მილიარდიან შეთანხმებას გააფორმებს - Bloomberg

გერმანული Thyssenkrupp AG (TKAG.DE) სავარაუდოდ გამოაცხადებს ინდოეთის საზღვაო ძალებისთვის ექვსი წყალქვეშა ნავის მიწოდების პროექტის შესახებ, განაცხადა  გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ნიუ დელიში ვიზიტისას.

მანამდე, პისტორიუსი შეხვდა თავის კოლეგას რაჯნათ სინგს, იმ დროს, როდესაც სამხრეთ აზიის ქვეყანა ცდილობს, გააძლიეროს შიდა თავდაცვის წარმოება, რადგან მიზნად ისახავს, წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის მზარდ ყოფნას ინდოეთის ოკეანეში.

  • Thyssenkrupp AG-ის საზღვაო ფილიალი და ინდოეთის Mazagon Dock Shipbuilders Limited-ი, სავარაუდოდ, ერთობლივად განაცხადებენ 5,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის შესახებ, რომლის მიზანიც ინდოეთის საზღვაო ფლოტისთვის ექვსი წყალქვეშა ნავის აშენებაა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოთხშაბათს ეწვევა ობიექტს მუმბაიში, სადაც Thyssenkrupp AG-თან გარიგება სავარაუდოდ გაფორმდება, აცხადებენ წყაროები.

ჩვენ ვისაუბრეთ სამხედრო შესყიდვებში კონკრეტულ თანამშრომლობაზე. ეს შეიძლება იყოს ექვსი წყალქვეშა ნავი TKMS-დან (Thyssenkrupp Marine Arm)“ - განუცხადა პისტორიუსმა მედიას.

ინდოეთსა და გერმანიას 2000 წლიდან აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ძლიერდება 2011 წლიდან მთავრობათაშორისი კონსულტაციებით, მთავრობათა ხელმძღვანელების დონეზე.

მედია წერს, რომ რუსეთის გახანგრძლივებული ომი უკრაინაში, უბიძგებს ნიუ დელის, მოსკოვს მიღმა გააფართოოს სამხედრო ტექნიკის წყაროების მთავარი მიმწოდებელი.


უფრო ადრე, გერმანიამ მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, მიეწოდებინათ ნიუ დელისთვის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა, რაც საშუალებას მისცემს ინდოეთს, თანდათან უარი თქვას რუსეთზე დამოკიდებულებაზე თავდაცვის სექტორში. Bloomberg-ი აპრილში წერდა, რომ ინდოეთმა რუსული იარაღის შესყიდვები აშშ-ის სანქციების შიშის გამო შეაჩერა.

ინდოელი სამხედროების თქმით, რუსეთმა ვერ მიაწოდა იარაღი ნიუ დელის, რომლის მიწოდებაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული

შეფერხების მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო, რამაც დიდი რაოდენობით ტანკები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და სხვა აღჭურვილობა გაანადგურა. Reuters-ი წერდა, რომ რუსეთს ინდოეთისთვის უნდა მიეწოდებინა ორი S-400 Triumf-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა.