საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 06:24 საათზე დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, ეპიცენტრი თიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით 32 კმ-ში, სოფელი უკანა ფშავი იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.
ცნობისთვის, საქართველოში მიწისძვრა, გუშინ, 6 ივნისსაც მოხდა. ეპიცენტრი ამ შემთხვევაშიც სოფელი უკანა ფშავი იყო.