სუნაკი: დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ უნდა შექმნან ალიანსი, რომელიც „დაიცავს ჩვენს ეკონომიკას“

„ეკონომიკური და თავდაცვითი თანამშრომლობა „უნდა იყოს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს ალიანსის ორი საყრდენი“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა, სამშაბათს, აშშ-ში გამგზავრების წინ. ვიზიტის დროს სუნაკი შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, კონგრესის წარმომადგენლებს და აშშ-ის ბიზნეს ლიდერებს.

„დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ უნდა შექმნან ალიანსი, რომელიც „დაიცავს ჩვენს ეკონომიკას“, ეს საკითხი იქნება ჩემი ვიზიტის ფოკუსში“, - განმარტა სუნაკმა.

„დიდი ბრიტანეთი და აშშ ყოველთვის მუშაობდნენ ჩვენი ხალხებისა და ჩვენი ცხოვრების წესის დასაცავად. რადგან ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები იცვლება, ჩვენ უნდა ავაშენოთ ალიანსი, რომელიც ასევე დაიცავს ჩვენს ეკონომიკას.

„ჩვენ სამხედროებს შორის თავსებადობამ მოგვცა უპირატესობა ბრძოლის ველზე ჩვენს მოწინააღმდეგეებთან შედარებით, უფრო დიდი ეკონომიკური თავსებადობა მოგვცემს გადამწყვეტ უპირატესობას მომდევნო ათწლეულებში“, - განაცხადა სუნაკმა.