გერმანიის სასამართლომ პრორუს აქტივისტს 900 ევროს (966 დოლარი) ოდენობით ჯარიმა დააკისრა უკრაინის წინააღმდეგ „რუსეთის აგრესიული ომის“ საჯაროდ მხარდაჭერისთვის. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
48 წლის ელენა კოლბასნიკოვამ მედიას განუცხადა, რომ „რუსეთი არ არის აგრესორი“ და ასევე ამტკიცებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ნაცისტების მიერ იყო კონტროლირებადი“. ის ამტკიცებდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს „ალტერნატივა“ არ აქვს.
ქალაქ კელნის რაიონულმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ მან დაარღვია კანონები, რადგან საჯარო განცხადებებში სამხედრო აგრესიის გამართლება გერმანიის კანონმდებლობით დანაშაულს წარმოადგენს.
კოლბასნიკოვამ, რომელიც საკუთარ თავს „მშვიდობის აქტივისტს" უწოდებს, უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.