ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩოხინ სამადიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ქვეყნის გაწევრიანება არ განიხილება. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სერგეი ლავროვი ტაჯიკეთს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა.
ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ.
"ვედომოსტის" ცნობით, ორშაბათს ლავროვმა დუშანბეში ვიზიტისას განაცხადა, რომ "იმედოვნებს ტაჯიკეთის გაწევრიანებას" ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. ამ დროისთვის ორგანიზაციაში შედის რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. თუმცა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სამადიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თემა არც ტაჯიკეთის ხელმძღვანელთან ემომალი რაჰმონთან რუსი მინისტრის შეხვედრისას და არც სამინისტროების მეშვეობით მოლაპარაკებების დროს არ განიხილება მიუხედავას იმისა, რომ დღის წესრიგში დადგა ქვეყნებს შორის „თანამშრომლობის გაღრმავება“.
რუსული მედია (Moscow Times) აღნიშნავს, რომ 2015 წლიდან რუსეთი ამაოდ ცდილობს, დაარწმუნოს ტაჯიკეთი ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაში. ტაჯიკეთი კვლავ რჩება რუსეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორად, თუმცა დუშანბე ზრდის ვაჭრობას ჩინეთთან, რომელიც თანდათან მოიპოვებს რუსეთზე უპირატესობას რეგიონში.