ფრონტის მიმართულებების უმრავლესობაზე ინიციატივას უკრაინა ფლობს - ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინის ომის ოპერატიული სურათი კვლავ უკიდურესად რთულია. მძიმე ბრძოლები ფრონტის რამდენიმე მიმართულებაზე გრძელდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, მიმართულებების უმრავლესობაზე ინიციატივას უკრაინა ფლობს.

მისივე თანახმად, როგორც ჩანს, რუსეთის არმიას ნაბრძანები აქვს, შეტევას რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს.

„წარუმატებელი იყო ჩეჩნეთის ქვედანაყოფების მიერ დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის, მარიევკის იერიშით აღების მცდელობა“, - წერს ბრიტანეთის დაზვერვა ახალ ანგარიშში.