აშშ უკრაინას ახალ, $2 მილიარდიან სამხედრო დახმარებას უგზავნის - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, პენტაგონი უკრაინას 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების გრძელვადიანი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

თანხა უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა. დახმარება მიემართება Hawk-ის სარაკეტო გამშვებების, ასევე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის GEM-T და PAC-3 რაკეტების შესყიდვისკენ.

ახალი დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განცხადება დღეს გაკეთდება.