ჟიტომირის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა - უკრაინული მედია

უკრაინული მედია ზვიაგელის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟიტომირის ოლქში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ქალაქის მერის, ნიკოლაი ბოროვეცის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 სახლი განადგურდა და ათობით დაზიანდა. ამასთან, დაშავებულ მოქალაქეებს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა და რივნესა და ჟიტომირის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა.