გერმანიას შეუძლია, უზრუნველყოს თავისი აეროდრომები უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის. ამის შესახებ ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, Bild-თან ინტერვიუში აცხადებს.
„ჩვენ შეგვიძლია, გერმანიის აეროდრომები ხელმისაწვდომი გავხადოთ ჰაბის სახით, ან შევთავაზოთ საბაზისო ტრენინგი იმ პილოტებისთვის, რომლებიც აქამდე მხოლოდ MiG-ით დაფრინავდნენ.
F-16-ებზე წვრთნა უნდა ჩატარდეს იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც ასევე დაფრინავენ ამ თვითმფრინავით“, - განაცხადა სტრეკ-ციმერმანმა.
გასული კვირის განმავლობაში გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია, მათ შორის რვა Bandvagn 206-ის ტიპის ყველგანმავალი მანქანა გადასცა.