რუსეთის ქალაქს დრონებით ისევ შეუტიეს

რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი იუწყება, რომ რუსეთის ქალაქ ვორონეჟზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ვორონეჟი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით, 180 კილომეტრში მდებარეობს, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებს ესაზღვრება.

ხსენებულ ოლქებზე შეტევები ბოლო პერიოდში ხშირია, რაშიც, რუსეთის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს. თავის მხრივ, კიევი თავდასხმებში მონაწილეობას არ ადასტურებს.