ბელგიის მთავრობამ უკრაინისთვის 32,4 მილიონი ევროს (35 მილიონი დოლარის) ღირებულების, 105 მმ-იანი საბრძოლო მასალის მიწოდება დაამტკიცა. იტყობინება ბელგიური გაზეთი Het Laatste Nieuws (HLN) 9 ივნისს.
"საბრძოლო მასალა შეძენილი იქნება ბელგიური ინდუსტრიიდან და მიეწოდება უკრაინას "რაც შეიძლება მალე", წერს HLN ბელგიის თავდაცვის მინისტრ, ლუდივინ დედონდერზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ეს შესყიდვა უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მე-14 პაკეტის ნაწილია.
ბელგიამ უკრაინას ლეტალური და არალეტალური სამხედრო დახმარება, ჯამში, 306 მილიონი ევრო გამოუყო.