კოლუმბიაში, ამაზონის ჯუნგლებში ოთხი ბავშვი, რომლებსაც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ 40 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ცოცხლები იპოვეს.
თვითმფრინავი ამაზონის ჯუნგლებში 1 მაისს ჩამოვარდა. ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი ძრავის გაუმართაობაა.
ავიაკატასტროფის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გადარჩენილი ბავშვების დედა.