ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი დეპუტატის მანდატს ტოვებს.
ჯონსონის თქმით, ის „დაბნეული და შეძრწუნებულია“ მას შემდეგ, რაც მიიღო წერილი კომიტეტისგან, რომელიც იძიებს, მოატყუა თუ არა მან ბრიტანელი კანონმდებლები, რომლებიც „ფართიგეითის“ სკანდალს იკვლევდნენ. საუბარია ჯონსონის მიერ კოვიდპანდემიის დროს წესების შესაძლო დარღვევაზე, სადაც გავრცელებული ცნობით, ყოფილმა პრემიერმა საკუთარ დაბადების დღეზე რეგულაციით დაშვებულ რაოდენობაზე მეტი სტუმარი შეკრიბა.
ბორის ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი გასული წლის სექტემბერში დატოვა.