ყაზახეთის ხელისუფლებამ ყირგიზულ კომპანიას ჩამოართვა დრონები, რომლის რუსეთში გადატანას ცდილობდნენ. ამ ინფორმაციას Newsinfrance ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 14 DJI AgrasT30-ის ტიპის დრონის პარტია, რომლის საერთო ღირებულება თითქმის 16 მილიონი რუბლია, ჟამბილის რეგიონში, საზღვრარზე, გადატანის მცდელობისას დააკავეს.
ტვირთი ყირგიზულ კომპანია „იმპულს-ინვესტს“ გადაჰქონდა, თუმცა მას შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა.
გავრცელებული ცნობით, უპილოტო თვითმფრინავები რუსული სამშენებლო კომპანია „ნოვასთვის“ იყო განკუთვნილი.
„იმპულს-ინვესტს" ფულადი ჯარიმა დაეკისრა. ჟამბილის სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის დეპარტამენტმა ჩამორთმეული დრონები აუქციონზე გაიტანა.
მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ყაზახეთი ეხმარება რუსეთს დრონებისა და ჩიპების შეძენაში. ყაზახური კომპანიები მოქმედებენ როგორც შუამავლები ჩინეთსა და რუსეთს შორის, უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა ორმაგი დანიშნულების საქონლის შესყიდვის ტრანზაქციებისას. გაზაფხულზე შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთის ხელისუფლება მეორადი სანქციების რისკის შესახებ გააფრთხილა.
ამის შემდეგ ყაზახეთმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს ბრძოლას სანქციების გვერდის ავლის მცდელობებთან. ივნისში, ქვეყნის ბანკებმა რუსული კონპანიებკს გადარიცხვების დაბლოკვა დაიწყეს.