თოყაევი რუსეთში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრება

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი სანკტ-პეტერბურგში, ყოველწლიურ ფორუმს არ დაესწრება. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

ყაზახეთის მთავრობამ განაცხადა, რომ წლევანდელ ფორუმზე ცენტრალური აზიის ქვეყანას მხოლოდ ორი ოფიციალური წარმომადგენელი წარმოადგენს.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინ მჯდომმა თოყაევმა, შარშან ამ ფორუმზე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას აღმოსავლეთ უკრაინაში ან სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

ათწლეულების განმავლობაში, მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოებისა და სავაჭრო ბლოკების წევრი ყაზახეთი რუსეთს თავის სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს.

შეკითხვას, ვინ დაესწრება კონფერენციას წელს, ყაზახეთის მთავრობის სპიკერმა უპასუხა, რომ ფურუმზე მხოლოდ ვიცე-პრემიერი, რომან სკლიარი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ტიმურ ჟაკსილიკოვი წავლენ.

თოყაევის ოფისში არ საუბრობენ მიზეზებზე, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტი წელს, სანქტ-პეტერბურში დაგეგმილ ფორუმზე არ  ჩავა.  

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმაც უარი განაცხადა რუსეთში ჩასვლაზე.

რუსულ მედიას სხვა მსოფლიო ლიდერების მონაწილეობის შესახებ კი, ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

ფორუმი სანქტ-პეტერბურგში, 1997 წლიდან ტარდება და როგორც რუსეთის ოფიციალური პირების მიერ არის მიჩნეული, ეს არის მოსკოვის პასუხი ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში, შვეიცარიაში იმართება.