სამშვიდობო მისია, რომელიც შედგება ექვსი აფრიკული ქვეყნის ლიდერებისგან, კიევსა და მოსკოვს შორის შუამავლის როლის შესრულებას აპირებს.
ამის შესახებ სიერა ლეონეს პრეზიდენტმა ჯულიუს მაადა ბიომ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზამბიის, სენეგალის, ეგვიპტის, კონგოს რესპუბლიკის, უგანდისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერები კიევსა და მოსკოვს ამ თვის ბოლოს ეწვევიან და ომის დასრულების შესახებ თავიანთ წინადადებებს წარმოადგენენ.
ბიოს თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა ბევრი ეკონომიკური პრობლემა შეუქმნა მის ქვეყანას და აფრიკის სხვა სახელმწიფოებს.
Bloomberg-ი წერს, რომ რუსეთი და უკრაინა დასავლეთ აფრიკისთვის ხორბლისა და სასუქის მთავარი მომწოდებლები არიან. ომმა კი, ამ საქონლის იმპორტის ღირებულებ გაზარდა.
„საერთაშორისო კრიზისმა დაასუსტა ჩვენი სახელმწიფოები იმ გაგებით, რომ აქ არსებული ეკონომიკური ზეწოლა და კრიზისი მარტივი საბაბია ოპოზიციისთვის“, - აღნიშნა ბიომ.
კონკრეტულად გაურკვეველია, რას შესთავაზებს ექვსი აფრიკელი ლიდერი კიევსა და მოსკოვს.