დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ პირველად დაადანაშაულა ირანი რუსეთისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებაში, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
კლევერლის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა და მისმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს სანქციები პასუხისმგებელ პირებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ალიანსმა პასუხი აგოს.
„ირანი უზრუნველყოფს რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალების მუდმივი ნაკადით, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინაში სამოქალაქო პირების მკვლელობისთვის ”, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სანაცვლოდ რუსეთისგან ირანი იღებს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას სამხედრო მიზნებისთვის, და ასევე, ფინანსურ მხარდაჭერასა და კონსულტაციებს, რაც ირანის რეჟიმს შეუძლია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დაშინებასა და პროტესტების ჩახშობისთვის გამოიყენოს.