საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა - ასე უპასუხა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ქართველ ახალგაზრდას ევროპარლამენტში, ევროპის ახალგაზრდული ღონისძიების (EYE) გახსნისას, რომლის ნაწილიც კითხვა-პასუხსაც დაეთმო.
„თქვენს გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ თუ გჯერათ, რომ რაიმეს მიღწევა შესაძლებელია, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ. მე მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა არის ევროპული, ჩვენი კულტურა, ტრადიცია, ფუნდამენტური კრიტერიუმები არის ევროული. გასულ წელს, ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა, მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ - ევროპული პერსპქეტივა - ამით ბედნიერები ვართ, რადგან ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის“, - მიმართა ქართველმა ახალგაზრდამ რობერტა მეცოლას.
რობერტა მეცოლამ ხაზი გაუსვა, რომ თიოეულ ქვეყანას საკუთარი გზა აქვს და არსებიბს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას.
„ჩემი გამოცდილებით შემიძლია, გითხრათ, ჩემს ქვეყანას (მალტა, რედ.) ზოგჯერ ეუბნებოდნენ - დაელოდე, ზოგჯერ - სწრაფად იარე წინ, ზოგჯერ - ბევრი გააკეთე, მაგრამ ჩვენ ყოველი ნაბიჯის დროს ვრწმუნდებოდით, რომ შეგვეძლო, ევროკავშირის წევრობას მივახლოვებოდით. ეს არის ევროპარლამენტი - ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის ამბობს, რომ გაფართოება ევროკავშირის პრიორიტეტი უნდა იყოს. და ჩვენ ამას ვამბობთ, რადგან ევროკავშირი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ბლოკი. ეს არის ღირებულებების, მშვიდობის, თავისუფლების ბლოკი.
თქვენ შეგიძლიათ, შეიგრძნოთ გულისცემა იმ მოსახლეობისა, რომელიც ამბობს: ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროკავშირში. გასულ კვირას აქ, ევროპარლამენტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი და ზუსტად ის განაცხადა, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. მე შემიძლია, დაგიდასტუროთ ჩემი ერთგულება, ეს ერთგულება ძალაშია და ჩვენ წინ ვივლით“, - აღნიშნა რობერტა მეცოლამ.
ინფორმაციისთვის, EYE ევროპარლამენტში აერთიანებს ათასობით ახალგაზრდას მთელი ევროკავშირიდან და მსოფლიოდან, რომ მონაწილეებმა გაუზიარონ და ჩამოაყალიბონ თავიანთი იდეები ევროპის მომავლის შესახებ.