უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 178 პირის მიმართ პირადი სანქციების დაწესების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება დაამტკიცა.
უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება (No321/2023) პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეზღუდვები ხუთი წლის განმავლობაში დაწესდა.
სანქციები რუსეთის 178 მოქალაქის მიმართ ამოქმედდა, თუმცა სიიდან 81 პირს ასევე აქვს უკრაინის მოქალაქეობა.
სანქციების სიაშია რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ზორკინი.