ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა.
კიმ ჩენ ინის განცხადებით, „ჩრდილოეთ კორეა სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რუს ხალხს, რომელიც იცავს მათ სუვერენიტეტსა და მომავალს და უსურვებს კეთილდღეობას და გამარჯვებას“. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა „ღირებულ სტრატეგიულ აქტივად“ იქცა. კიმ ჩენ ინი მზადაა, ფხენიანსა და მოსკოვს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა გააგრძელოს.
„დღეს რუსი ხალხის ბრძოლა მტრული ძალების მხრიდან მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და მშვიდობიანი ცხოვრება, ახალ გადამწყვეტ ფაზას გადის. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს და რუსი ხალხი გააგრძელებს გამარჯვების ისტორიის დიდებას“, - ციტირებს კიმ ჩენ ინს კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA).