ჯო ბაიდენი იენს სტოლტენბერგს ვაშინგტონში მიიღებს

12-13 ივნისს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში გაემგზავრება.

NATO-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და სენატის ალიანსის დამკვირვებელთა ჯგუფის წევრებს (SNOG) შეხვდება. 

NATO-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ერთობლივი განცხადებები 13 ივნისს არის დაგეგმილი.