იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იტალიური მედიის ცნობით, ის მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. BBC იტალიურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბერლუსკონი ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემიის დიაგნოზით, 9 ივნისიდან მილანში, სან რაფაელის საავადმყოფოში იმყოფებოდა.
მილიარდერი, მედია მაგნატი, ბერლუსკონი პირველად პრემიერის თანამდებობა 1994 წელს დაიკავა და ოთხ მთავრობა,ს 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა.
ის ხელმძღვანელობდა მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია - Forza Italia-ს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის დროს სექტემბრის არჩევნების შემდეგ, კოალიციაში შევიდა, როდესაც იტალიის ზედა პალატაში, სენატში აირჩიეს.