ბელორუსის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სვეტლოგორსკში პოლიციამ 12 ივნისს ექსტრემიზმის ბრალდებით, რვა ჟურნალისტი, დააკავა.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელორუსის სამსახური წერს.
ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რას შეეხება ბრალდებები.
ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც მედია განიხილავს, ისაა, რომ დაკავებას შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ქალაქის ცენტრალურ სადგურზე მომხდარი სისხლიანი აფეთქების შესახებ ცნობებთან.
ჟურნალისტები ტელეარხ Ranak-ზე მუშაობდნენ.