უკრაინის ძალებმა რუსული Ka-52-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს - გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული Ka-52 სადაზვერვო და თავდასხმის ვერტმფრენი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ვერტმფრენი უფრო ცნობილია, როგორც - ალიგატორი. წერს უკრაინული Unian-ი.

გენერალურ შტაბს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი მიმართულებით ჩამოაგდეს საფრენი აპარატი.

ღია წყაროების მიხედვით, ერთი Ka-52-ის ღირებულება შეიძლება, 16 მილიონი დოლარიდან იწყებოდეს. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა უკრაინაში 299 ვერტმფრენი დაკარგა, მათ შორის ეს მოდელიც.