ვილნიუსში NATO-ს სამიტზე, სამხედრო ალიანსის წევრები უკრაინას მხარდაჭერის „მყარ პაკეტს" გადასცემენ, რაც პუტინს გაუგზავნის სიგნალს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა რჩება ძლიერი და ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ორშაბათს, 12 ივნისს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, რასაც სამიტზე შეიძლება, ელოდოთ, ეს არის უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი“, - აღნიშნა ბლინკენმა.
ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ ცივილიზებულ სამყაროს და უკრაინას სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა სურთ.
NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.