რა მიზნით ჩამოდის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი: ბრაიან კემპის გზავნილი საქართველოს

„მოუთმენლად ველი საქართველოში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მამაც წევრებთან და საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება სამხედრო პარტნიორობის კუთხით“, – ამის შესახებ ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი საქართველოში ვიზიტის წინ აცხადებს.

ეს პარტნიორობა 28 წელზე მეტია, გრძელდება, რადგან ჩვენ მთელ მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ხალხის მეგობრად და მოკავშირედ ვრჩებით. ასევე, ამ დატვირთული ვიზიტისას მსურს, შევხვდე სამუშაო ადგილების შემქმნელებსა და მთავარი ინდუსტრიის ლიდერებს, რათა ხელი შევუწყო ბიზნესს ჩვენს ნომერ პირველი შტატში.  

შეხვედრებისას ჩვენ შევძლებთ, გავუზიაროთ მათ, თუ რატომ არის ჯორჯიის  შტატი საუკეთესო ინვესტირებისა  და შესაძლებლობებისთვის“, - ამბობს კემპი გზავნილში.