ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორების ახალ სამხედრო დახმარებას აანონსებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხასდა, რომ ახალი სამხედრო მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორებისგან უკრაინელი ჯარისკაცებისთვის მალე ხელმისაწვდომი გახდება. მან მიმდინარე კვირის მოლოდინებზე ისაუბრა.

„ეს კვირა, როგორც ყოველთვის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, ჩვენ ვამზადებთ ახალ  სამხედრო მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენი მეომრებისთვის. მეორე, ჩვენ ვემზადებით მეტი გლობალური აქტორის ჩართვისთვის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში. მესამე, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ვილნიუსის სამიტი მართლაც მნიშვნელოვანი იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინული მედიის ცნობით.