სულ მცირე 13,800 ადამიანია ევაკუირებული ფილიპინებზე, მაიონის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, რომელიც 11 ივნისს დაიწყო.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაახლოებით 500 000 აშშ დოლარი გამოყო ევაკუაციისთვის. ჰუმანიტარული დახმარების, წყლის, საკვებისა და პირველადი საჭიროებების მომარაგების ჩათვლით. მაიონის ვულკანი ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება ფილიპინებზე. მაიონი ბოლოს 2018 წლის იანვარში ამოიფრქვა.