უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შეიძლება, აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების მიზნით, კიევთან მოლაპარაკება აწარმოოს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანტონიო ტაიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ კონტრშეტევა, რომელიც 8 ივნისს დაიწყო, ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და რომ სრული შედეგის დადგენა „ძალიან ადრეა“.
ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ წარმატებას მიაღწევს ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით.
„კონტრშეტევის დროს უკრაინის წარმატება გააძლიერებს მის პოზიციებს ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელიც გამოჩნდება და ამან შეიძლება, ასევე იქონიოს გავლენა იმაზე, რომ პუტინი საბოლოოდ ფოკუსირდება მის მიერ დაწყებული ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებზე“, - აღნიშნა ბლინკენმა.
აშშ და მისი მოკავშირეები მხარს უჭერდნენ უკრაინის კონტრშეტევის მომზადებას მთელი გაზაფხულის განმავლობაში და პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს დაუჭერენ იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება.