თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბაქოში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ შუშაში გენერალური საკონსულოს გახსნა იქნება ცალკე გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სომხეთისთვის.
მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ყველა სფეროში განვავითაროთ ურთიერთობები, რომელიც „შუშის დეკლარაციით“ ალიანსის დონეზე ავიყვანეთ. მზად ვართ, გავხსნათ ჩვენი გენერალური საკონსულო შუშაში. თუ შუშაში ჩვენი გენერალური საკონსულო გაიხსნება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცალკე გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სომხეთისთვის“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა 2021 წელს გააფორმეს თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება, “შუშის დეკლარაცია”, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობასა და მხარდაჭერას გულისხმობს.