აშშ უკრაინაში აგზავნის გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვებს, რომელსაც რუსული სატანკო ჯავშანტექნიკის განადგურება შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მსჯელობდა, მიეწოდებინა თუ არა ჭურვები უკრაინისთვის, გარემოზე და ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების მიზეზთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. მაგრამ ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის ახლა დიდი წინაღობა არ არსებობს.
ცნობისათვის, ასეთი ჭურვები უკრაინას ბრიტანეთმაც გადასცა.