კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგების დასაძლევად, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება 13-მა ქვეყანამ გაუგზავნა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სამშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, უკვე ევაკუირებულია 3700-ზე მეტი ადამიანი.
შმიგალი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა ახალი წყალსაცავის მშენებლობას დაიწყებს.