პუტინი ამბობს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას განიხილავს

პუტინის თქმით, რუსეთი ახლა ფიქრობს მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლაზე, რადგან რუსეთის ფედერაციის პირობები მისი გახანგრძლივების შესახებ, არ არის შესრულებული.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვების გამოყენებით. პუტინის მტკიცებით, კონტრეშეტევა 4 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

 

პუტინმა ისაუბრა კახოვკის ჰესზეც და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ უკრაინული მხარე დამნაშავეა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტრაგედიაში.

 

მისი მტკიცებით, უკრაინა ამისთვის იბრძოდა მიზანმიმართულად და არაერთხელ დაარტყა HIMARS-ით ჰიდროელექტროსადგურს.

 

„რუსეთი ნამდვილად არ იყო დაინტერესებული ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედიით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა რუსეთის რეგიონებში“, - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

 

შეგახსენებთ, უკრაინამ კონტრშეტევის შედეგად, რამდენიმე დასახლება გაათავისუფლა.