საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ,,მაკდონალდის" ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის საბავშვო სასაჩუქრე წიგნების გავრცელება მოზარდებთან მიმართებით არის ვერაგული და შეფარული საქციელი ,,მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

საპატრიარქო აღნიშნულს „კარგად გათვლილი მზაკვრობას” უწოდებს.

საპატრიარქო განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოზარდებთან მიმართებით ეს არის ვერაგული და შეფარული საქციელი ,,მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

„ცნობილი გახდა, რომ ,,მაკდონალდის" ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის საბავშვო სასაჩუქრე წიგნები ვრცელდება. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია დადასტურდა.

აღნიშნულმა ფაქტმა მოსახლეობის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა, განსაკუთრებით საქართველოში, ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობით ცხოვრობს. რაც მთავარი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მოზარდებთან მიმართებით ეს არის ვერაგული და შეფარული საქციელი ,,მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა.

შეუძლებელი, მათ არ ესმოდეთ, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოებაში ამგვარ უპატივცემულობას - ქვეყნისა და მისი მოსახლეობის მრავალსაუკუნოვანი სულიერი და კულტურული ღირებულებების, ცხოვრების წესის უგულებელყოფას”, - წერია განცხადებაში.