დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით, 107.5 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას უგზავნის

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის 92 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. უკრაინული მედიის თანხმად, ამის შესახებ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გადაცემული აღჭურვილობა გააუმჯობესებს უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურა, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები ფრონტის ხაზზე.

პაკეტის ფარგლებში, კიევი მიიღებს რადარებს რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად, ასევე საბრძოლო აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას“.

„დიდი ბრიტანეთი უკრაინის საერთაშორისო ფონდში დამატებით 250 მილიონი ფუნტი შეიტანა და, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ფონდის მეშვეობით ჩვენ ვაცხადებთ საჰაერო თავდაცვის პაკეტს, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურა და დაიცვას თავი განურჩეველი რუსული საჰაერო თავდასხმებისგან“, – ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა.