უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ და აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო იარაღის მიწოდებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ უკრაინის მთავარსარდალმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
„სასტიკი თავდაცვითი და შეტევითი ბრძოლები მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით. ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმატებები. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს, წინ მივდივართ“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის წინ უკრაინის არმიის პრიორიტეტები განიხილეს.