ლუქსემბურგმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამ მიღებული რეზოლუციით, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ლუქსემბურგელი დეპუტატების გადაწყვეტილება ისტორიული სამართლიანობის აღდგენად შეაფასა.

"ეს ნაბიჯი პატივს სცემს მილიონობით მსხვერპლს და აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. ჰოლდომორის გენოციდად საერთაშორისო აღიარება კვლავ იზრდება", - დაწერა კულებამ Twitter-ზე