უკრაინაში ყოფილ მოსამართლეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ კიევის რაიონული სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ნიკოლაი ჩაუს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით. პროკურატურა ჩაუსისთვის 12-წლიან პატიმრობას და ქონების ჩამორთმევას ითხოვდა.

სასამართლომ ჩაუსი დამნაშავედ მექრთამეობაში ცნო. 

ის სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

ჩაუსს 30 დღის განმავლობაში განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.

ყოფილ მოსამართლეს გარკვეული თანამდებობის დაკავება სამი წლის ვადით აერძალა.