ვაშინგტონში ნარენდრა მოდის ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ინდოეთს ამერიკული წარმოების„დრონების გარიგებისკენ“ უბიძგებს - Reuters

ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ვაშინგტონში ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ნიუ დელის მოუწოდებს, ამერიკული წარმოების დრონების შესახებ გარიგება წინ წაწიოს. ამის შესახებ Reuters-ს წყარომ განუცხადა.

სააგენტოს თანახმად, ინდოეთი დიდი ხანია, შეერთებული შტატებისგან დიდი შეიარაღებული დრონების შეძენის ინტერესს გამოხატავს, მაგრამ ბიუროკრატიულმა დაბრკოლებებმა SeaGuardian-ის დრონების გარიგებას ხელი შეუშალა. მისი ღირებულება 2-დან 3 მილიარდ დოლარამდეა.


ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ ინდოეთის პრემიერ მინისტრის ნარენდრა მოდის ვიზიტი, როელიც 22 ივნისს შედგება, ხსენებულ საკითხს ნათელს მოჰფენს.

მას შემდეგ, რაც მოდის ვიზიტის თარიღი გაირკვა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონმა და თეთრმა სახლმა ინდოეთს სთხოვეს, რომ გარიგებაში პროგრესი აჩვენოს“, - განუცხადა წყარომ ბრიტანულ სააგენტოს.

საუბარია General Atomics-ის მიერ წარმოებულ MQ-9B SeaGuardian თვითმფრინავზე.


ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის კვალდაკვალ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი პოლიტიკის ქვაკუთხედად, ინდოეთთან კავშირების გაღრმავება დაისახა მიზნად. მიუხედავად ფორმალური უსაფრთხოების ალიანსის არარსებობისა, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიოს ორ უმსხვილეს დემოკრატიას შორის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას. უკრაინაში შეჭრის პირობებში, ნიუ დელის მიერ რუსეთთან თავდაცვისა და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებამ, ვაშინგტონს იმედი გაუცრუა.