WP: შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შეფერხების გამო, სენატორი რიში უნგრეთისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვას ბლოკავს

Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჯიმ რიშმა 735 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის უნგრეთისთვის მიყიდვა დაბლოკა. როგორც გამოცემა წერს, ამით სენატორი რიში ცდილობს, ამ ზეწოლა მოახდინოს უნგრეთზე, რომელიც შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ბლოკავს.

The Washington Post-ისთვის მიცემულ კომენტარში, რიშმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა უნდა დაუშვას შვედეთი NATO-ში, თუ მას სურს შეიარაღების პაკეტი, რომელიც მოიცავს 24 HIMARS სარაკეტო გამშვების ბატარეას და 100-ზე მეტ რაკეტას და სხვა აღჭურვილობას.


რიშის განმარტებით, მან უნგრეთის მთავრობასთან პირდაპირ გამოხატა აღშფოთება.

უნგრეთი და თურქეთი NATO-ს წევრი ერთადერთი სახელმწიფოები არიან, რომელთაც შვედეთის განაცხადის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენიათ.