რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უახლოესი თანამოაზრე, ადამ დელიმხანოვი ზაპოროჟიესთან დაჭრეს. ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება.
ანალოგიურ ცნობებს ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხი „ზვეზდაც“.
კადიროვის უახლოესი თანამოაზრის დაჭრის დეტალები არ ვრცელდება.
თავად ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი თავის ტელეგრამ არხზე წერს, რომ დელიმხანოვი არ გამოდის კავშირზე.
კადიროვმა უკრაინის დაზვერვის სამსახურს მიმართა თხოვნით, რომ მიაწოდონ ინფორმაცია იმის, შესახებ, თუ „ზუსტად რომელ ადგილზე და რა პოზიციებზე განხორციელდა თავდასხმა“.
ამ ინფორმაციისათვის უკრაინულ მხარეს კადიროვი „უხვ ჯილდოს“ ჰპირდება.
რუსეთის სახელმწიფო დუმის ოთხი მოწვევის დეპუტატი, ადამ დელიმხანოვი სადეპუტატო მანდატს უთავსებს უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური გვარდიის, იმავე „კადიროველების“ საქმიანობის კოორდინაციას.
2022 წლის 26 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ადამ დელიმხანოვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა.