ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ , - ამის შესახებ ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა ჰაჯა ლაჰიბმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჰაჯა ლაჰიბმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი.
„ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს დღეს აღსანიშნავი. დილით ბრწყინვალე პოლიტიკური გზავნილების ურთიერთგაცვლა მოხდა ჩვენს მთავრობებს შორის. ორმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ, ვისაუბრეთ მიღწეულ პროგრესზე და არსებულ შესაძლებლობებზე მომავალში.
ევროპას მიმართა საქართველოს იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. საქართველო გახლავთ ევროპული ოჯახის ნაწილი, რისი დემონსტრირება მოახდინა ასევე მოლდოვამ. ევროკავშირს და საქართველოს შორის კავშირები არსებობს 20 წლის განმავლობაში და ახლა არის ყველაზე უფრო მჭიდრო“.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესებას ელის.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებში ლისაბონიდან თბილისამდე. ჩვენ საერთო მომავალს ვაკვირდებით. ბელგია საქართველოს გვერდით დგას და ჩვენ გავაგრძელებთ იგივეს ხვალ და მომავალშიც, დიდი მადლობა”, - განაცხადა ჰაჯა ლაჰიბმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.