აშშ-ის სამხედროებმა, რუსეთის ქცევის გამო, ახლო აღმოსავლეთში F-22-ის ტიპის მოიერიშეები განალაგეს - მედია

„რუსული თვითმფრინავების მზარდი სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის გამო“ რეგიონში, აშშ-ის სამხედროებმა, ლენგლის საჰაერო ძალების ბაზიდან, ახლო აღმოსავლეთში F-22 Raptors-ის ტიპის მოიერიშეები განალაგეს. განაცხადა შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ოთხშაბათს. ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს.

„ეს განლაგება აჩვენებს აშშ-ის უნარს, ხელახლა განათავსოს ძალები და განათავსოს უდიდესი ძალა მომენტალურად“, - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.

CENTCOM-ის მეთაურმა, გენერალმა ერიკ კურილამ გააკრიტიკა რუსეთის „სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევა“.

„შეთანხმებული ზომების რეგულარული დარღვევა ზრდის ესკალაციის ან არასწორი გათველბის რისკს“, - განაცხადა გენერალმა.

უფრო ადრე, აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა სირიაში კონფლიქტის რისკის შემცირების პროტოკოლის დაცვა შეწყვიტეს.