რუსულმა ჯარებმა გაზარდეს თავდასხმების რაოდენობა ფრონტზე, ცდილობენ, შეაჩერონ უკრაინის შეტევა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაჯერებულად მიიწევენ წინ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა.
„მტერი აქტიურად იყენებს ATGM-ს და კამიკაზე თვითმფრინავებს, ასევე ცდილობს, შეაჩეროს ჩვენი შეტევა და მიაყენოს სხვადასხვა სახის დაზიანება“, - განაცხადა მალიარმა და ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთში ამჟამად წინსვლა ძალიან რთულია, მაგრამ პროგრესი დამაჯერებელია.
მალიარის თქმით, ფრონტზე, ამ დროისთვის, უკრაინის ჯარები აწარმოებენ როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი ოპერაციებს სხვადასხვა მიმართულებით. თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სასტიკი ბრძოლები გრძელდება.
მისივე თანახმად, გასულ კვირას და ამ კვირაში ორი, დღის განმავლობაში რუსული ძალების წინსვლა არ დაფიქსირებულა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. გასული დღის განმავლობაში იქ 40-მდე საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა, ბრძოლები გრძელდება.