რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა მოიგერიეს.
სერგეი აქსიონოვის ტელეგრამ-არხზე იუწყება, რომ 9 დრონიდან 6 საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 3 კი, „ჩაახშეს და დასვეს“.
აქსიონოვის თანახმად, ერთი ასეთი დრონი მაინც აფეთქდა სოფელ დოკუჩაევოში, სადაც ჩამსხვრეულია სახლების ფანჯრები. ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო მმართველი წერს, რომ მსხვერპლი არ არის და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. რუსეთის ხელისუფლება მის მიერ ოკუოირებულ ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაში პერიოდულად ადანაშაულებს, რასაც კიევი ოფიციალურად არ ადასტურებს.