უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ახლა რეალურად NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის როლს ასრულებს და ცივილიზებულ ევროპას ბარბაროსული რუსეთისგან იცავს.
„ჩვენ უკვე მივაღწიეთ შთამბეჭდავ შედეგებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ალიანსის წევრ ქვეყნებთან მუშაობის წყალობით. ჩვენ უკვე შევაგროვეთ წარმოუდგენლად მრავალფეროვანი იარაღისა და აღჭურვილობის არსენალი“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
რეზნიკოვი ხაზს უსვამს, რომ მთელი ქვეყანა ელოდება სიცხადეს: „როდის და როგორ გავხდებით ალიანსის სრულუფლებიანი წევრი“.
„უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები ცდილობენ, ნატო-ს ქვეყნებთან მაქსიმალურ თავსებადობას მიაღწიონ. ჩვენი მიზანია, შევასრულოთ ყველაფერი, რაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კომპეტენციაში შედის, რათა ვილნიუსში მაქსიმალურად გათავისუფლდეს სივრცე სახელმწიფოს მეთაურების დონეზე საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.